დიმიტრი ცქიტიშვილი - საკმაოდ საშიში განცხადებებია, მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს

საკმაოდ საშიში განცხადებებია-მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ძალიან ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ვინც სახელმწიფოს გამოიწვევს, შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურებისგან.

"მე სამართლებრივად ვერ შევაფასებ ამ განცხადებას, შესაბამისი სტრუქტურა ამას თავად გააკეთებს. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საშიში განცხადებებია-მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ძალიან ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. რამდენადაც ვიცი, უკვე გავრცელდა შსს-ს განცხადება , დაიწყო ამ საკითხის გამოძიება, შესაბამისი მუხლი აქვს და მგონია, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ადამიანი, რომელსაც გარკვეულწილად მსგავსი პოზიციები აქვს , თუმცა ისინი რჩებიან თავიანთი ქვეყნების კონსტიტუციის ფარგლებში და ადამიანის უფლებების დაცვა ევალებათ. თუ ვინმე არღვევს ამ უფლებებს მათაც გაეცემათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. დანარჩენი , რაც მოვისმინეთ იყო სპეკულაციები და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებისთვის, ვინც ამას უყურებდა გონება აერიათ",-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა