მირიან წიკლაური - დავით სერგეენკოს საქმიანობა ნამდვილად იყო მოღვაწეობა - ასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება, საქმეს არ წაადგება

თანამდებობიდან ისეთი წარმატებული მინისტრის ჩამოცილება, როგორიც დავით სერგეენკოა, საქმეს ნამდვილად არ წაადგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, უმრავლეოსბის ყოფილმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა განუცხადა.

წიკლაურის აზრით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერგეენკოს საქმიანობა მოღვაწეობადაც კი შეიძლება შეფასდეს.

დავით სერგეენკო არის პროფესიონალი, გულისხმიერი და საკუთარი საქმისადმი თავდადებული ადამიანი. საქართველოში ძნელად მოიძებნება ისეთი წარმატებული სფერო, როგორიც ჯანდაცვის რეფორმაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამ პროგრამის წარმატებულობაში ლომის წილი მიუძღვის დავით სერგეენკოს, რომლის საქმიანობაც ნამდვილად იყო მოღვაწეობა. ასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება საქმეს ნამდვილად არ წაადგება“, - განაცხადა მირიან წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას დატოვებს.

დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომაა დაგეგმილი, იქამდე კი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტრადიციულად, ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა