ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი - ევროპას რუსეთთან ძველებური ურთიერთობები ვეღარ ექნება

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ფინეთში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის ანექსია დიდ გავლენას ახდენს ევროპისა და რუსეთის ურთიერთობებზე. მისივე თქმით, ევროპის სახელმწიფოებს ნაკლებად ახლო ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ რუსეთთან, არ გამართლდა იმედი რუსეთთან ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და მზარდი ინტეგრაციის თაობაზე და ახლა ორივე მხარე იმედგაცრუებას განიცდის.

შტაინმაიერის აზრით, შეუძლებელია გაჩუმება იმაზეც, რომ რუსეთში სულ უფრო მცირდება სივრცე სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი გამოხატვისათვის, თუმცა მან ისიც დასძინა, რომ „რუსეთის შესაცვლელად ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები შეზღუდულია“ და ეს „უნდა გავაცნობიეროთ უფრო ფუნქციონალური პარტნიორობისათვის“. აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს