მიხეილ ბატიაშვილი - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს გამჭვირვალედ, ღიად და სიცრუეა, რომ რაიმე ზეწოლაა

სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ, ღიად და ის, რომ რაიმე ზეწოლა მიმდინარეობს, სიცრუეა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო მუდმივად თვალს ადევნებს პროცესებს და სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ გადაცდომას აქვს ადგილი.

„სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, პირველი რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ რაღაც ზეწოლას აქვს ადგილი. პირველივე დღიდან სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე ღიად ვაცხადებდით, პროცედურების დაცვის თანმიმდევრობაზე, როდის დაიწყებოდა პროცესი, როდის დასრულდებოდა და ა.შ.

მუდმივად თვალს ვადევნებთ ამ პროცესს და ის, რომ ხდება ზეწოლა არის სიცრუე, არანაირ სინამდვილეს არ შეესაბამება. თვითონ არჩევნების პროცესი მიმდინარეობს გამჭირვალედ და ღიად“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს