ბექა ნაცვლიშვილი - დავით სერგეენკო „კლანურ“ დაპირისპირებაში დამარცხდა

დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლა, უფრო "კლანური" დაპირისპირების შედეგია იქიდან გამომდინარე, რომ მას მართლაც ჰქონდა შედარებით მაღალი რეიტინგი, ვიდრე სხვა პოლიტიკოსებს. ამიტომ ცოტა გასაკვირია მისი გადაყენება, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლოა, პოსტი დატოვოს.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, დავით სერგეენკოს საქმიანობის შეფასება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე თავიდან დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა ამის შემდეგ ცალსახაა, რომ სოციალურმა და ჯანდაცვის პოლიტიკამ ვერ გაამართალა, რადგან საყოველთაოდან ქვეყანა ისევ მიზნობრივ ჯანდაცვაზე გადავიდა.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის ამ სისტემის ჩავარდნა.

"მგონი, მისი გადაყენება პოლიტიკის საფუძველზე არ არის. ეს არის უფრო "კლანური" დაპირისპირება, რა დროსაც დავით სერგეენკო დამარცხდა. რადგან ჩვენს მთავრობას მაღალი სტანდარტები არ აქვს პოლიტიკის შეფასებისა, განსაკუთრებით სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის, ამიტომ პოლიტიკის გამო მას არავინ გადააყენებდა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ცოტა უცნაური იქნება, თუ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, კვლავ საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაინიშნოს.

"ეს ძალიან სასაცილო იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი მინისტრი. ქვეყანას არ სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ საექიმო გამოცდილების მინისტრი. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი მინისტრი და არა მენეჯერი, იმიტომ, რომ პოლიტიკა არ არის მენეჯერების და ტექნოკრატების საქმე. ეს არის პოლიტიკოსების საქმე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა