ილიაუნი ღონისძიებას - „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“ გამართავს

26-28 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი ფართომაშტაბიან საშუამავლო ღონისძიებას - „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“ გამართავს. საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სექტორიდან: უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი, კერძო და საჯარო სექტორი. ღონისძიების მასალები გამოქვეყნდება ვებგვერდზე. მონაწილეობა შესაძლებელია ზეპირი და წერილობითი მოხსენებით ან სხვადასხვა თემატურ დისკუსიაში მონაწილეობით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს