თინა ხიდაშელის განცხადებით, ლევან ვასაძესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიების დაწყება „მინიმუმ ორი წლით დააგვიანა“

მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით მინიმუმ ორი წლით არის დაგვიანებული გამოძიება, – ამ სიტყვებით შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი ამბები ხდება და ჩვენ თითქმის ორი წელი მუდმივმოქმედ რეჟიმში ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ტიპის მოვლენებს ვუყურებთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დააგვიანა თუ არა, ამას ვნახავთ იმის მიხედვით, რამდენად სწრაფი იქნება ახლა შემდგომი ნაბიჯები. საქმის აღძვრა და გამოძიების დაწყება ეს არის ძალიან ფორმალური ეტაპი და პროცესი. ამ საქმეში გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია გეგმა როგორია იმისი, რაც იმ განცხადებაში წერია, იმიტომ, რომ განცხადება მთლიანად მომავალზეა აწყობილი - წერია, რომ რაღაცას აღკვეთენ, რაღაცას არ დაუშვებენ და ამასობაში, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ამბავი უკვე ხდება და რას აღარ დაუშვებენ, ეს ცოტა გაუგებარია. ადამიანი რომ მოკლან, ამას არ დაუშვებენ და დანარჩენი არაუშავს, რაც აქამდე ხდებოდა?! მოდით, ვნახოთ, რა სამოქმედო გეგმა აქვთ და რა პროცესის წარმართვას აპირებენ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა