მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე - მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავით სერგეენკოს შესაძლო წასვლის შესახებ შეკითხვას, თუმცა მთავრობის მეთაურმა იქვე აღნიშნა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება.

„მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი, დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებთ, ქართული მედია“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა