პრემიერი - იმით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე

როგორც რიგითმა მოქალაქემ მინდა გითხრათ ჩემი შთაბეჭდილება - მე ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ის „თბილისი პრაიდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს საკითხი საქართველოში დღეს არ არის პრობლემური და საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რითაც თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ხდება პრობლემის გაზვიადება და საზოგდოებისთვის მოხვევა.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, მას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში. მოგეხსენებათ, რომ შს სამინისტრომ დაიწყო შესაბამისი მუხლებით ამ საკითხის გამოძიება და ბუნებრივია, იგივე მიდგომა იქნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შეიძლება გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები.

მსურს გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ეს ვნებათაღელვა. საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, ეს გარანტირებულია კონსტიტუციით-შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს პოლიციელებს გადავუხადო, ვინაიდან, მათ შეძლეს ამ ძალიან მნიშნვნელოვანი ბალანსის დაცვა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს