ამირან გამყრელიძე მოსახლეობას უანგარო დონაციისკენ მოუწოდებს

ბოლო წლის განმავლობაში, სისხლის უანგარო დონაციათა ხვედრითი წილი საერთო დონაციებში, 8-დან 28%-მდე გავზარდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ 100%-ში გვქონდეს უანგარო დონაცია, რადგან სწორედ უანგარო დონაციაა მეტი გარანტია გადასასხმელი სისხლის უსაფრთხოების.

„საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით 100 000-მდე დონაცია გვაქვს. ერთ-ერთი პროგრესული ნაბიჯია ის, რომ ბოლო წლის განმავლობაში გავზარდეთ სისხლის უანგარო დონაციათა ხვედრითი წილი საერთო დონაციებში 8-დან 28%- მდე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ჩვენ 100%-ში გვქონდეს უანგარო დონაცია, რამეთუ უანგარო დონაცია მეტი გარანტია გახლავთ გადასასხმელი სისხლის უსაფრთხოების", -განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, „წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 000 -მდე ადამიანს სჭირდება სისხლის გადასხმა", ამიტომ მოსახლეობას უანგარო დონაციისკენ მოუწოდებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე