ვერის ბაღში ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი ხალხის იმ რაოდენობის მობილიზებას შეძლებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ „პოლიცია და ლგბტ თემის წარმომადგენლები სულის შებერვით დაიშალონ“.

"ზოგი აწერს ხელს, ზოგი ზეპირსიტყვიერად ფიქსირდება. იქმნება გარკვეული ორგანიზებული ხალხი, რომლებიც დაიცავენ წესრიგს. არ დაუშვებენ ვინმეს მხრიდან შეგინებას, ზედმეტ იარაღის ხმარებას ეს ხალხი ორგანიზებულად ეცდება გააჩეროს სიბილწის პროპაგანდა. აი, მაგალითად, თუ ჩატარდება ფილარმონიაში, წინა ღამიდან შევკრავთ ფილარმონიას, ვიქნებით მაქსიმალური რაოდენობის ხალხი - სპორტსმენები, გამოცდილი ხალხი, ვინც ისე დაიცავს თავს, რომ ვერ დაგვშალონ. თუ პოლიცია ხალხის დახვრეტას დაიწყებს, ბოდიში და კომბალს აიღებს ვიღაცა, თუ რას აიღებს, რა ვიცი. იმედია, ისეთ მეთოდებს არ გამოიყენებებ, რომ სოდომისტების ბილწი შეკვეთა შეასრულონ და ჩვენი ქალაქის სოდომიზაცია და ქადაგება მოახდინონ. ვფიქრობ, იმდენი ხალხი მოვა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება და სულის შებერვით დაიშლება პოლიციაც და სოდომისტებიც ", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკითხა თუ არა სახალხო რაზმის შექმნის თაობაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვინმე, მას ინფორმაცია არ აქვს.

იხილეთ ვიდეო: ვერის ბაღში ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს