მაია ცქიტიშვილის შეფასებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც სახელმწიფოს როლის რაიმე სახით შეთავსებას ეხება, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც მათ შორის სახელმწიფოს როლის რაიმე სახით შეთავსებას ეხება, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამაზე შსს-ს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ლევან ვასაძის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა. მინისტრი მიესალმება საგამოძიებო უწყებების მიერ ამ ფაქტებზე რეაგირებას და აღნიშნავს, საგამოძიებო პროცესი უკვე დაწყებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაგება შსს-ს მხრიდან, რომ უკვე დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. ნებისმიერი ასეთი სახის განცხადება, უშუალოდ მონაწილეობა ასეთ პროცესში, მათ შორის სახელმწიფოს როლი რაიმე სახით შეითავსოს, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაზეც შსს-ს გამოძიება აქვს დაწყებული", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს