მაია ცქიტიშვილი - დავით სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი

დავით სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადადგომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი მიაწვდის.

დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კომენტარი. დავით სერგეენკო არის ჩვენი გუნდის წევრი. ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილების შემთხვევაში პრემიერი დაგპირდათ, რომ მედია პირველი გაიგებს ამის თაობაზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სერგეენკო მედიკამენტების პროგრამას შეეწირა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მსგავს ინსინუაციებს ის გამორიცხავს.

„ნებისმიერ ასეთი სახის ინტერპრეტაციას საერთოდ გამოვრიცხავ. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილება და თუ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის თაობაზე პირველ რიგში ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა