ნათია თურნავა ჟურნალისტებს - ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობა არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს

ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ანაკლიისა და ფოთის პორტებთან დაკავშირებით.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ის აპირებს „ეიპიემ ტერმინალსის“ წარმომადგენლებს შეხვდეს და ყველა საკითხი მათთან განიხილოს.

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ვაპირებ შევხვდე „ეიპიემ ტერმინალსს“ და საქმიან ვითარებაში განვიხილო ზოგადად მათთან ყველა საჭირბოროტო საკითხი, იმიტომ, რომ „ეიპიემ ტერმინალსის“ ინვესტორი მნიშვნელოვანი ინვესტორია. ფოთის პორტი ასევე არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც თავის დიდი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოჯისტიკაში. ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს. შევეხმიანებით, შევხვდებით და თუკი რამ არის ღია კითხვა, გავივლით“, - განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე: ხომ არ დააფრთხობს ანაკლიის პორტის ინვესტორებს მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა? - თურნავამ უპასუხა: „ამაზე ჩვენ ცალსახა პასუხი გავეცით, ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“.

„ნებისმიერ სხვა ალტერნატიულ პროექტს ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, განვიხილავთ მხოლოდ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. თუკი რაიმე ბიზნესგეგმა იქნება სამინისტროში წარმოდგენილი და ჯერჯერობით ბიზნესგეგმა წარმოდგენილი არ არის, განვიხილავთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ არცერთი ნაბიჯით არ დავაზარალოთ ანაკლიის პორტის კონცეფცია“, - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა