გია ვოლსკი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე - ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დავით სერგეენკოს მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

ვოლკსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ინფორმაცია სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ამაზე შესაბამის კომენტარს მთავრობა გააკეთებს.

„როგორც ჟურნალისტურ წრეებშია მიღებული, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, თუმცა ეს პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და იგი დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში გააკეთებს შესაბამის განცხადებას. როდესაც ცვლილების თაობაზე საკითხი წყდება გუნდში, ეს არის სართო კონსესუსი. იქ, რასაკვირველია დაიწერება განცხადება. ეფექტური იყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრი, ამ თემაზე სადავო, პრინციპში, არავის არ აქვს. ზუსტად რა გარემოებებია და რის გამო ხდება ეს ცვლილება, თუკი მოხდა, ცხადია, ამაზე მთავრობას დამატებითი კომენტარი ექნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა