ფოთის პოლიციის შენობასთან ტაეკვანდოს დაკავებული მწვრთნელების მეგობრები და ახლობლები ამ დრომდე რჩებიან

ფოთის პოლიციის შენობასთან ტაეკვანდოს დაკავებული მწვრთნელების მეგობრები და ახლობლები ამ დრომდე რჩებიან. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. შეკრებილებისთვის უცნობია, თუ როდის წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს და როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

,,ვიცით მხოლოდ ის, რომ დაკავებულებს ბრალს როგორც კი წაუყენებენ, სასამართლო პროცესიც ჩაინიშნება.თუმცა კონკრეტული დრო ჯერ უცნობია. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ეს ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ და ასევე ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი. უკვე მეორე დღეა აქ ვართ, ფიზიკურად და მორალურად ძალიან დავიძაბეთ, რადგან ყველაფერი უსამართლოდ კეთდება. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება და ეს იქნება ბევრად უფრო მოთხოვნადი, აქცენტირებული ბაბუაძის გადადგომაზე და ეს არ დასრულდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტაეკვანდოს მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი ტაეკვონდოს მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრს, გიორგი აბულაძეს შორის მოხდა, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. შსს-მ გამოძება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო , რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: დაკავებული ტაეკვანდოს მწვრთნელების ახლობლები და მეგობრები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა