დიმიტრი ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა დასაქმებულების და დამსაქმებელთა ინტერესებს პასუხობდეს

პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონის შესახებ ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დეპუტატმა ღონისძიების მონაწილეებს კანონის ძირითადი პრინციპები გააცნო და იმ სამართლებრივ რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, საკითხი შეეხებოდა როგორც შრომით უფლებებს, ასევე შრომით ურთიერთობებს, შრომის ინსპექციის საქმიანობას და კანონის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებს.

„კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი გარდაიქმნა ორგანულ კანონად. მისი მოქმედების არეალი შეუზღუდავია და იგი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე ვრცელდება. კანონის მიხედვით ჩამოყალიბებულია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ინსიტიტუტი და კომპანიის სიდიდისა და რისკების ხარისხის შესაბამისად, განსაზღვრულია მათი მინიმალური რაოდენობაც. კანონი ხაზს უსვამს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის როლს და მათთან კონსულტაციების შედეგად მიღებული სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებას ახორციელებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისივე შეფასებით, იურიდიულ და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები და დისკუსიები კანონის აღსრულების ზედამხეველობის პროცესში პარლამენტს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა