ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში მოისმინა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ისაუბრა.

ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„ბოლო შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ საჭიროა ვნახოთ რა დარჩა გასაკეთებელი წლის ბოლომდე, გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია და შევთანხმდეთ შემდგომ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ფრუიძემ.

მისივე თქმით, გარდა ნაკისრი ვალდებულებებისა, პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ შექმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რაც არ იყო დაგეგმილი. აღნიშნული ჯგუფი სახელწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტების და პრაქტიკების შესწავლაზე მუშაობს. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ ამ ეტაპისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ, ირინა ფრუიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს საბჭოს ახალი წევრი გიორგი ხატიძე წარუდგინა.

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ საუბრისას, ირინა ფრუიძემ აღნიშნა, რომ #1 ვალდებულების (პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი) შესრულების კუთხით, შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სტრატეგია „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ 2019 - 2030 წლებისათვის და 2- წლიანი სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის, რომელიც პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის განხილვის დროს, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შემდეგ აქტივობებზე: კანონპროექტის შემუშავებისთვის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება; განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება; საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; დაინტერესებული პირების (Stakeholders) საერთო რეესტრის შექმნა და განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე; ლობისტური ორგანიზაციების რეესტრის შექმნა და განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში.

შეხვედრაზე გაიმართა საქართველოს პარლამენტის განახლებული ვებგვერდის სატესტო ვერსიის პრეზენტაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა