სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა

სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს,

ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ოთხი წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს