დავით ზალკალიანი არასამთავრობო ორგანიზაციის The Heritage Foundation საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს ლიუკ კოფის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა არასამთავრობო ორგანიზაციის The Heritage Foundation საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორთან, ლიუკ კოფისთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ამ პროცესის გაძლიერების პერსპექტივებზე. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს აშშ-ში.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და პრაქტიკული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

დავით ზალკალიანმა ამერიკელ ექსპერტს, ასევე, ინფორმაცია გაუზიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრის ბოლოს ხაზი გაესვა აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა წრეების ჩართულობის მნიშვნელობას აშშ-საქართველოს შორის არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს