დიღმის სამმართველოში ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში რვავე პირის გამოკითხვა დასრულდა

დიღმის შს სამმართველოში ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში რვავე პირის გამოკითხვა დასრულდა. სამმართველოს შენობა დატოვა მოძრაობა „ქართული იდეის“ წევრმა ლევან ჩაჩუამაც.

„თუ იმდენად უგუნური გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ ლევან ვასაძე დააკავონ, მაშინ პირდაპირ მინდა ვუთხრა - ეს კაცი არ შეუშინდება არც ციხეს და არც სხვა დევნას“, - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

ჩაჩუას თქმით, უწყებაში მასთან გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. მისი განცხადებით, მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი და არც დაკავებას შეუშინდება, რადგან ის ერთხელ უკვე იყო პოლიტპატიმარი და მეორედ ნელსონ მანდელას ბედს ალბათ, არ გაიზიარებს.

„გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით იყო ძირითადად შეკითხვები, შეკითხვები ეხებოდა იმას, თითქოს შეიარაღებულ,ბანდფორმირების ჩამოყალიბებას ვაპირებთ. რა ვიცი, ხელისუფლებას თუ იმდენად უგუნური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ლევან ვასაძე დააკავონ, მაშინ პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ ეს კაცი არ შეუშინდება არც ციხეს, არც სხვა დევნას. ხელოსუფლებას უნდა ჩვენი შეშინება. ერთი რამ ზუსტდ ვიცი - ამ ქვეყანაში გეი პრაიდებს ჩვენ არ ჩავატარებინებთ, გინდ დაგვიჭირონ, გინდა დაგვხვრიტონ. ეს კარგად იცოდნენ მათაც და იმ საელჩოების წარმომადგენლებმაც, რომლებსაც ქართველ ხალხს და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირება სურს, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ამის გონიერება გვყოფნის, რომ ეს არ გავაკეთოთ და თუ ხელისუფლებას უნდა მიიღოს 26 მაისის და 7 ნოემბრის მსგავსი დღეები, და უარეს ხვედრს გაიზიარებს ქართველი ხალხისგან " -განაცხადა ჩაჩუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა