„დრესაპ ჯგუფი“ იუბილარია - 25 წელი თქვენს გვერდით

1994 წელს, საქართველოში ტანსაცმლის პირველი ოფიციალური, ბრენდული მაღაზიით, კერძოდ LEVI’S-ის გახსნით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე ბათუმსა და თბილისში 30-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი. „დრესაპ ჯგუფმა“ არსებობის 25 წლის განმავლობაში ქართულ ბაზარზე 50-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი შემოიყვანა და ქართველ მომხმარებელს მისცა საშუალება, რომ შეიქმნან ჩაცმის საკუთარი და ამავდროულად, ინდივიდუალური სტილი. კომპანიაში სამომავლოდაც საინტერესო განვითარების გეგმები აქვთ, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე ღიად არ საუბრობენ და სიურპრიზად ტოვებენ მომხმარებლისათვის. „დრესაპ ჯუფში“ ასევე აღნიშნავენ, რომ წლის ბოლომდე, არსებული მაღაზიების ახალი ფილიალები კიდევ გაიხსნება.

დღეს „დრესაპ ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული მა­ღა­ზი­ე­ბით: Levis, Lee & Wrangler, Lacoste, Guess, Gant, Mavi , Jeans Gallery, Factory, Atrio, ჯამში 33 მაღაზიით თბილისსა და ბათუმში. ჯგუფს ასევე გააჩნია ონლაინ მაღაზია www.dressup.ge, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის პროდუქცია არის წარმოდგენილი.

კომპანიის 25-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, "დრე­საპ ჯგუ­ფმა" მრავალ საერთაშორისო ბრენდთან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა და დღეისათვის იგი ბრენ­დე­ბის: Lacoste, Gant, Guess, Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington - ექ­სკლუ­ზი­უ­რი და 50-ზე მეტი სხვა ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ შო­რი­საა: Bensimon, Toms, Converse, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal's, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.

„ჩვენი კომპანია იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ 1994 წელს, საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური მაღაზია გახსნა, ეს იყო LEVI’S-ი. მაღაზიის გახსნას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, LEVI’S ადამიანების ცხოვრების სტილი გახდა. პირველი მაღაზიის ასეთმა წარმატებამ მოგვცა სტიმული განვითარებისათვის, „ლივაისს“ მოყვა ისეთი ბრენდები, როგორიცაა „დოქერსი“, „ლიი“, „ვრანგლერი“ და ა.შ. დღეს ჩვენი ჯგუფი უკვე 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური და უმეტეს შემთხვევაში, ექსკლუზიური წარმომადგენელია . პარტნიორი ბრენდების სია კი ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე სამხარაძე.

მისივე თქმით, „დრესაპ ჯგუფი“ გარდა უცხოურ, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობისა, ცდილობს მხარი დაუჭიროს ქართულ წარმოებას და ითანამშრომლოს ადგილობრივ ბრენდებთანაც. დღეისათვის, ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილია რამდენიმე ქართული ფეხსაცმლის ბრენდი. კომპანია ასევე თვალს ადევნებს ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას და აქვს სურვილი , რომ სამომავლოდ „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიებში ქართული ბრენდების კიდევ უფრო დიდი არჩევანი შესთავაზოს მომხმარებლებს. ამასთან, 25 წლის განმავლობაში ჯგუფმა რამდენიმე სხვადსახვა კონცეფციის მულტიბრენდული მაღაზიაც გახსნა, ესენია: „ჯინს გალერი“, FACTORY და ATRIO.

„ამ ეტაპზე ბოლო პროექტია ATRIO. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული მაღაზიაა, რომელიც გულრგილს არც ერთ მომხმარებელს არ დატოვებს. ესეც ქართული კონცეფციაა სადაც წარმოდგენილია, პრემიუმ ფეხსაცმლისა და აქსესუარის იტალიური ბრენდები“, - განაცხადა სამხარაძემ.

„დრესაპ ჯგუფის“ შემადგენლობაშია ონლაინ მაღაზიაც www.dressup.ge - ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ლე­გენ­და­რუ­ლი ბრენ­დე­ბის, ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 50-ზე მეტი ბრენ­დის, 3000-ზე მეტი პრო­დუქ­ტი. გარ­და ონ­ლა­ინ შე­ძე­ნი­სა, www.dressup.ge -ს გა­აჩ­ნია კა­ტა­ლო­გის ფუნ­ქცი­აც, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი ბრენ­დის, სტი­ლის, ფე­რის, ზო­მის პრო­დუქ­ტი და ავ­ტო­მა­ტუ­რად ნა­ხოს, რო­მელ მა­ღა­ზი­ა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: „ისევე როგორც გასულ წლებში, 2019 წელსაც საინტერესო გეგმები გვაქვს, ვმუშაობთ რამდენიმე ახალ პროექტზე, მათ ახლო მომავალში წარვუდგენთ ჩვენს აუდიტორიას. დამატებით, იგეგმება უკვე არსებული ბრენდების ახალი ფილიალების გახსნაც. პარარელურად ვმუშაობთ, იმ არსებული პროდუქტების თუ სერვისების კიდევ უფრო დახვეწაზე, რომლებიც მომხმარებლის კომფორტზე არის ორიენტირებული“, - აღნიშნა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.

„დრესაპ ჯგუფი“ მომხმარებელს, ასევე თანამშრომლებს და პარტნიორებს მადლობას უხდის. ასევე ჯგუფი პირდება მომხმარებელს, რომ კვლავ გააგრძელებს განვითარების, წინსვლის ტენდენციას და საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების კოლექციების შეთავაზებას, რათა თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს საკუთარი, იდივიდუალური სტილის შექმნის საშუალება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა