დავით უსუფაშვილი სერგეენკოს გადადგომაზე - „ოცნების“ მაზოხისტური ნაბიჯებისკენ მიდრეკილება უსაზღვროა - სერგეენკოს კი, გამძლეობისთვის ჯილდო ეკუთვნის

„ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ უსაზღვროა, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლა. ამასთან, მან არ გამორიცხა ვერსია, რომ სერგეენკო, როგორც დადებითი იმიჯის მატარებელი მინისტრი, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის კვლავ გამოიყენოს.

„გამახსენდა წინა გადაწყვეტილება, როდესაც თქვეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქობულია გადადგაო. ახლა როგორ გვეტყვიან, ამას დავაკვირდეთ. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის. მასზე გამძლე წულუკიანია მხოლოდ. მე არ მრჩება განცდა, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი, სხვას ვერაფერს ვხედავ. ერთი ვერსიაცაა, თუ სურთ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ, 2020 წლამდე გაარიდონ საქმეებს და მერე შემოაბრუნონ, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. „ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო. შესაძლოა, ახლაც იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ჰყავდათ ყველაზე საამაყო. ეს არის რაღაც გენეტიკური კოდი „ოცნების“ ლიდერის, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე