მიხეილ ბატიაშვილი - დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში

დაველოდოთ ჯერ გადაწყვეტილებას, როდესაც განცხადება გაკეთდება, ამის შემდეგ შესაძლებელია უფრო დეტალური კომენტარები, - ასე უპასუხა დავით სერგეენკოს მიერ მინისტრის თანამდებობის დღეს დატოვების შესახებ ჟურნალისტების კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში სერგეენკოს წვლილი დიდია. კითხვაზე, იგეგმება თუ არა სხვა საკადრო ცვლილებები, მინისტრმა უპასუხა, რომ არა.

დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში. იმ პროგრამებში, რომლებიც განხორციელდა და ბენეფიტებში, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ, ბატონ დავითს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ერთ დღეში დასრულდეს. დაველოდოთ ჯერ გადაწყვეტილებას. როდესაც განცხადება გაკეთდება, ამის შემდეგ შესაძლებელია უფრო დეტალური კომენტარები. სხვა არანაირ საკადრო ცვლილებას არ ველოდებით", - განაცხადა ბატიაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა