მამუკა კაციტაძე - არ მახსოვს არც ერთი ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც თავისით განათებოდა გონება და ოპოზიციასთან წასულიყო შემხვედრი მიმართულებით

ხელისუფლებას, რომელსაც არ ჰყოფნის გონიერება, რომ შემხვედრი მიმართულებით იმოძრაოს ოპოზიციასთან, უნდა აიძულო, რომ ეს მოძრაობა განახორციელოს იძულებით, - აღნიშნულის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის შესახებ განუცხადა. მისი თქმით, ყველა შედეგი ქართულ პოლიტიკაში ბრძოლის შედეგად მიიღწევა.

„როგორც იცის საზოგადოებამ, საკონსტიტუციო ცვლილება დარეგისტრირდა, ხელმოწერები შეგროვებულია და ჩაბარებულია. ახლა ველოდებით პარლამენტში პროცედურის დაწყებას. რაც შეეხება იმას, რამდენად იქნება პოლიტიკური ნება შემხვედრი მიმართულებით, მე არ მახსოვს არც ერთი ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც დამოუკიდებლად, თავისით განათებოდა გონება და ოპოზიციასთან წასულიყო შემხვედრი მიმართულებით. ყველა მონაპოვარი, რაც კი მომხდარა, იყო ბრძოლის შემდეგ მიღებული. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ დაგვჭირდება ბრძოლა. ჯერ ერთი ეს ნიშნავს ძალების კონსოლიდაციას, მეორეც სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ საკითხის გარკვევას, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ და მათ მხარდაჭერას. ასევე ძალიან აუცილებელი კომპონენტია რაც დღეს ხდება - შეხვედრა ელჩებთან. მათი თანადგომის გარეშე ძნელად მაქვს წარმოდგენილი შედეგის დაყენება. ამიტომ, ხელისუფლებას, რომელსაც არ ჰყოფნის გონიერება, რომ შემხვედრი მიმართულებით იმოძრაოს ოპოზიციასთან, უნდა აიძულო, რომ ეს მოძრაობა განახორციელოს. იძულება კი ხდება პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით და მეთოდებით, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვიმყოფებით ახლა", - განაცხადა კაციტაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს