ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატი - პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს

პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სამმართველოსთან ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხი პირების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი ქართველ ხალხზე ვინმე ხელს აღმართავს, არა მხოლოდ კომბალი უნდა გამოიყენონ, არამედ ნებისმიერი საშუალება.

„პოლიციის კორდონები გაირღვევა იმ შემთხვევაში, თუკი, პოლიცია ამგვარი უზნეობის, მამათმავლების, ლესბოსელების და წარმართების აქციის, პარადის და მსგავსი სახის აქციის ჩატარებას შეეცდება ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში. კომბალს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ვინმე ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს და გაბედავს მის მიმართ ძალადობას. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ კომბალი უნდა გამოიყენოს, არამედ ნებისმიერი საშუალება. ქამრებს არ ვეთანხმებით, სიმბოლურად იყო გაჟღერებული. ასევე ბატონმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ არავითარი პატრულირება არ მოხდება, ვინაიდან შსს-დან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ლგბტ პრაიდის ჩატარებას არ გეგმავენ.

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ლგბტ ადამიანები ჩვენზე ხელის აღმართვას გაბედავენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული პოლიცია შეიძლება გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებიდან და მან ცივილიზებული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს ძალა. პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს. ამის ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვცა, ქართველი ხალხი ვართ ჩვენ", - განაცხადა ცინცქილაძემ.

პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს - ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატი

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს