დავით სერგეენკო - მინდა, ქალბატონ ეკას ვუსურვო წარმატებები და ეს არ არის პროტოკოლური სურვილი, ესაა აბსოლუტურად გულწრფელი

მინდა წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკას და ეს არ არის პროტოკოლური სურვილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც მადლობა გადაუხადა.

„მინდა ხაზგასმულად მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. მათ უზარმაზარი სამუშაო გასწიეს ამ წლების განმავლობაში და მჯერა, რომ ეს სამუშაო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასევე მინდა, რომ ქალბატონ ეკას ვუსურვო წარმატებები. ეს არ არის პროტოკოლური სურვილი, ესაა აბსოლუტურად გულწრფელი იმიტომ, რომ თქვენ წარმატებაზე დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობა და მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ცვლილებები იქნება უკეთესი შედეგების მომტანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს