მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, სერგეენკო ჩემი მრჩევლის პოსტზე ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მინისტრად ყოფნისას - დათო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დათოსთან მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, როდესაც ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე, ჩემთვის მის რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალ მინისტრზე ეკა ტიკარაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალი მინისტრი ძალიან გამოცდილი ადამიანია და მას რთული დავალებები ექნება შესასრულებელი.

„ქალბატონი ეკა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი. მისი მენეჯერული თვისებები არის ძალიან მაღალი. მე დათოსთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტესნსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, როდესაც ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე, ჩემთვის მის რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ ეს დავალებები, ეს რეფორმები, რომელიც ქალბატონ ეკას, როგორც ახალ მინისტრს გასატარებელი ექნება, არის საკმაოდ რთული და ბევრ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მას აქვს ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო, თავის მასშტაბიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ დროს უთმობს მიმდინარე საკითხებს და ამან არ უნდა მოგვცეს ის შედეგი, რომ რეფორმებზე ნაკლები დრო და ენერგია იხარჯებოდეს. დათოს, როგორც ჩემი მრჩევლის როლი კიდევ უფრო დიდია, რომ ჩვენ შევძლოთ ერთობლივი ძალისხმევით იმ რეფორმების გატარება, რომელიც უკვე აღვნიშნე და ახალი რეფორმების დაგეგმვა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, დავით სერგეენკო საუკეთესო კადრია . „მსურს, დათოს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი მრჩევლის პოსტზე ისეთივე წარმატებული და ისეთივე მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი იქნება, როგორიც მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც მომავალში გვექნება,უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე