2015-2017 წლების მონაცემით, 518-მა პაციენტმა ინფექცია სამედიცინო დაწესებულებაში შეიძინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაცია არ არის საკმარისი მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ კი, დაფიქსირებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა არარეალურად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც მის სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ - ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიშზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს.

2015-2017 წლების მონაცემით, ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა, იმ დროისათვის მოქმედი 299 სტაციონარული დაწესებულებიდან. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% მოდის ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე, რომელიც დადასტურებულია სახელმწიფოს რესურსებითა და ჩართულობით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% ფიქსირდება 288 სტაციონარული დაწესებულებაზე, რომლებიც არ არიან ჩართული აღნიშნულ პროგრამაში, რაც მიუთითებს იმ რისკზე, რომ სტაციონარული დაწესებულებების მიერ მონაცემები წარმოდგენილია არასრულად.

ცნობისთვის, ნოზოკომიური ინფექცია წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციას, რომელიც შეძენილია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში მანიფესტური ფორმით ან არ იმყოფებოდა ინკუბაციურ პერიოდში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე