პრემიერი - 2019-2020 წლებში, 350 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი დევნილებისთვის ბინების შეძენისა და მშენებლობისთვის

2019-2020 წლებში, 350 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ჩვენი დევნილებისთვის მოხდეს ბინების შეძენა და მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს ბინების მშენებლობის და ხარისხის ვადები, ისევე როგორც მათი ობიექტურად განაწილების სქემა.

„მსურს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ბინათმშენებლობაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. მას შემდეგ, რაც სამინისტრო გამსხვილდა, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. 2019-2020 წლებში 350 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ჩვენი დევნილებისთვის მოხდეს ბინების შეძენა და მათი მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ამ ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხის დაცვა და რაც მთავარია ბინების ობიექტური კრიტერიუმით განაწილება რჩება ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტად“,- განაცხადა პრემიერმა და იქვე აღნიშნა, რომ სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება შრომის უსაფრთხოების სფეროა.

„რა თქმა უნდა, მე მინდა ხაზი გავუსვა შრომის უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად გაჩნდა ვაკუუმი შრომის უსაფრთხოების დარგში, ჩვენ მოგვცა უმძიმესი შედეგი და ამ მძიმე შედეგებს დღემდე ვებრძვით. აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების საკითხების გამტკიცება-გაძლიერება რჩება ჩვენს პრიორიტეტებში“, - დასძინა პრემიერმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა