არჩილ თალაკვაძე - არ არის გამორიცხული, რომ მომავალ პოლიტიკურ გუნდში დავით სერგეენკომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს

არ არის გამორიცხული, რომ მომავალ პოლიტიკურ გუნდში დავით სერგეენკომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გუნდის თითოეული წევრის პოზიცია არის ის, რომ თანამდებობა არ არის თვითმიზანი. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ყველა პოზიციაზე მუშაობას აქვს დასაწყისი და დასასრული. თალაკვაძის განცხადებით, სერგეენკოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ავტორიტეტი და პოლიტიკური რესურსი, რომ 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში ჩაერთოს.

დავით სერგეენკო კარგი მინისტრი და ძლიერი პოლიტიკოსია და ის ცალსახად დადებითი შეფასებით ასრულებს ამ პოზიციაზე მუშაობას. მან ძალიან ბევრი გაააკეთა იმისთვის , რომ ჯანდაცვა ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის მოლოდინი, რომ ის იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის შემუშავებაში.

ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვქონდა პრემიერთან კონსულტაციები. ვფიქრობ, რომ ის პირდაპირ იქნება ჩართული 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში, რითაც „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარსდგება",-განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით სერგეენკო "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში იქნება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა