ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves 2019-ზე შემსრულებელთა სია ცნობილია

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves 2019-ზე შემსრულებელთა სია ცნობილია. ფესტივალის ორგანიზატორებმა 2018 წლის ფესტივალი შეაფასეს და აუდიტორიას 2019 წლის გეგმები გააცნეს.

Echowaves-ის ორგანიზატორმა, ბრანე კოსტადინოვმა წინა წელს ჩატარებული ფესტივალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდიდი წარმატებით ჩაიარა და ასე უნდა იყოს 2019 წელსაც.

„Echowaves 2018, EXIT-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, წარმატებაში იმას ვგულისხმობ, თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ და როგორ ბედნიერები იყვნენ ადამიანები ფესტივალის გამო. ამასთან, წარმატება იყო რიცხვებთან დაკავშირებითაც - ჩვენ სახელმწიფო გვაფინანსებს და ვცდილობთ, ვნახოთ, რას იღებს სახელმწიფო ამ ფესტივალიდან. როგორც საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ორგანიზაციების მეშვეობით შევამოწმეთ, სახელმწიფომ სულ 8 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. შეგვიძლია, ასე გავაგრძელოთ 2019 წელსაც. რაც შეეხება მედიას, ძალიან კარგი შედეგები გვქონდა საერთაშორისო მედიაში, ისევე, როგორც ადგილობრივ მედიაში გაშუქების თვალსაზრისით. ახლა ვუახლოვდებით Echowaves 2019-ს, რომლისთვის მზადებაც უკვე დაიწყო. ამასთანავე, უკვე ვმუშაობთ ანაკლიაში და ვცდილობთ, დაზიანებული, მთავარი სცენა რაც შეიძლება სწრაფად შევაკეთოთ. რაც შეეხება Line Up-ს, წელს არაჩვეულებრივი DJ-ები გვყავს, მაგალითად, ნინა კრევიცი, ბენ კლოქი, „რედ ექსიზ“ და ბევრი სხვა. ამ დროისთვის ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ამიტომ, რასაც ვცდილობთ, ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიზიდოთ, რათა ანაკლიაში შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად დრო შესანიშნავად გაატარონ“, - განაცხადა კოსტადინოვმა.

ფესტივალის Line Up ასე გამოიყურება: Nina Kraviz, a-z Adriatique, Ben Klock, Claptone, Dax J, DJ Tennis, Kink live, Red Axes, Rodhad, Boris, Bahramji & Medusa Odyssey, Eelke Kleijn, Lehar, Mathame, Musumeci, Park Hye Jin, Petre Inspirescu, Plaid live, Sama Tijana T, Tom Trago, Valentino Kanzyani, Vril live, Yokoo, Andrew Meller, Bacho, Gio Shengelia, L8, Sidartha Siliceo & Ania, Stimmhalt, Tomma.

ფესტივალი Echowaves ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

Echowaves ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც პირველად 2018 წლის აგვისტოში კურორტ ანაკლიაში ჩატარდა. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალმა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეის და 10000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ის მალევე გახდა ცნობილი მასშტაბურობითა და დადებითი შეფასებებით როგორც რეგიონში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და 2018 წლის საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის „შორთლისთშიც“ აღმოჩნდა, მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და 27 000 000-მდე უცხოელს გააცნო საქართველო.

ფესტივალის მიზანია რეგიონისთვის დახმარების გაწევა კულტური და ეკონომიკური დონის განვითარების თვალსაზრისით და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარება.

მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

იხილეთ ვიდეო: ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves 2019-ზე შემსრულებელთა სია ცნობილია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა