ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ახალი მინისტრი თანამშრომლებს დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში წარუდგინა.

„დღეიდან სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. გვქონდა ბევრი გამოწვევა, ბევრი წარმატება, რაშიც თქვენი დიდი ღვაწლია. ის თემატიკა, რაც ამ სამინისტროს ქვეშ არის, განუწყვეტლივ საჭიროებს რეფორმებს, ახალ მიდგომებს, ახალ ხედვას და ახალ ენერგიას. სწორედ ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიღებული იქნა, მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესობის მომტანი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თან ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ. ეს ჩემს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა დარწუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იმ პოზიციიდან, სადაც ის გადაინაცვლებს, ყველა ჩვენგანს მხარში დაგვიდგება და ხელს შეგვიწყობს. რეფორმები, რომელიც წინ გველოდება, იქნება თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით შესრულებული თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენ გუნდურად ყველაფერს გავაკეთებთ" , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დავით სერგეენკომ უწყების თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა