ევროპა ლიგის წილისყრის შედეგად, საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია. sportall.ge –ს ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, დღეს, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვნენ: თბილისის "დინამო" "ლა ფიორიტასა" (სან მარინო) და "ენდოგარს" (ანდორა) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ქუთაისის "ტორპედო" შიმკენტის "ორდაბასის" (ყაზახეთი) წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო საჩხერის "ჩიხურა" "ფოლა ეხის" (ლუქსემბურგი) შეხვდება.

I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 18 ივლისს. მეორე ეტაპის წილისყრა 19 ივნისს ჩატარდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს