ლევან ვასაძის თანამოაზრე პაატა აბულაძე გამოკითხვაზე - უნდოდათ, ლევან ვასაძე ბანდის უფროსად გამოეყვანათ

სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს გეი აღლუმს არ ჩავატარებინებთ, შევაკვდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის მთავარ სამმართველოსთან გამოკითხვიდან გამოსულმა ლევან ვასაძის თანამოაზრემ, პაატა აბულაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში კითხვები ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

"უნდოდათ, ლევან ვასაძე ბანდის უფროსად გამოეყვანათ. ვასაძე არ იქნება, აბულაძე იქნება! ჯგუფები, რაზმებიო, ამბობდნენ. რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი. გაერთიანება, რომ ყოფილიყო, პირველი ჩავეწერებოდი. ეს რაზმები იქნებოდა იმისთვის, ვინმე პროვოკატორი, შეიარაღებული არ ყოფილიყო და რომ ის გაეკოჭათ და და სამართალდამცავებისთვის ჩაებარებინათ. ამის გაგონება არ უნდოდათ", - განაცხადა აბულაძემ.

ცნობისთვის, ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის მთავარ სამმართველოში ლევან ვასაძის თანამოაზრეების გამოკითხვა უკვე 5 საათზე მეტია მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს