თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი - თითოეულ ადამიანს, ვინც გამოვა ღირსების მარშზე, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ

მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გასვლა ქუჩაში და საზოგადოებრივი პროტესტი სახელწიფოს იმ უმოქმედო პოლიტიკის მიმართ, რაც აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ, - ამის შესახებ თბილისი პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს მზიურის პარკში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის მზადებას და მათი მხარდამჭერები არიან როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე საერთაშორისო საზოგადოების და საელჩოების წარმომადგენლები.

„თბილისი პრაიდი აგრძელებს თითოეული ღონისძიების ორგანიზებას. მათ შორის, ღირსების მარშის. ეს აქტივობა არ გაუქმებულა. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით ღონისძიებისთვის. განსაკუთრებით ბოლო დღეების ფონზე, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გასვლა ქუჩაში და საზოგადოებრივი პროტესტი სახელწიფოს იმ უმოქმედო პოლიტიკის მიმართ, რაც აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ. ვხედავთ, რომ ფაშისტური ძალადობრივი ჯგუფები არიან გაძლიერებულები და სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული გეგმა პრევენციისთვის არ გააჩნია. ეს საკითხები გასცდა უკვე მხოლოდ ლესბოსელი, გეების, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს. უფრო მასშატაბურ რაღაცებზე ვსაუბრობთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ლგბტ თემის მხარდასაჭერად როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საელჩოების", - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მისი თქმით, თითოეულ ადამიანს, ვინც ღირსების მარშზე გამოვა, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ იქნება რთული და გარკვეულწილად შეუძლებელიც ასეთი ღონისძიებების დაცვა, რადგან არის მაღალი რისკები, თუმცა ჩვენ ვანაალიზებთ ამ რისკებს და თითოეულ ადამიანს, ვინც გამოვა მარშზე, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამოვა და გააპროტესტებს მოვლენებს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ ადგილი არ ჰქონდეს გარკვეულ ინციდენტებს. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ღირსების მარშის ჩატარება, რადგან საქმე ეხება როგორც ლგბტ თემის უფლებებს, ისე ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო