Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ  ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა  უზრუნველყოს თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება უპრეცედენტო ძალადობრივი მუქარების ფონზე

Amnesty International-ი თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„18-22 ივნისს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი ლგბტი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალური) პრაიდის კვირეული ჩატარდება, საქართველოს დედაქალაქ თბილისში საჯარო მსვლელობით. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღოს, რათა უზრუნველყოს თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება უპრეცედენტო ძალადობრივი მუქარების ფონზე, მათ შორის ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან.

ჰომოფობიური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ადგილობრივი ბიზნესმენი და რომელსაც აქვს ახლო კავშირები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, გეგმავს ძალადობრივ კონტრდემონსტრაციას, რათა თბილისი პრაიდის ჩატარება შეაჩეროს. 16 ივნისს ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ სამოქალაქო დანაყოფების ფორმირებას იწყებს, რომლებიც აღიჭურვებიან ხის ხელკეტებით, რათა თავს დაესხან მშვიდობიან თბილისი პრაიდის მსვლელობის მონაწილეებს. ის ასევე დაემუქრა საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატებს, რომლებიც გეგმავენ მსვლელობის დასწრებას. 16 ივნისს რამდენიმე ქართულმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათობით მხარდამჭერი ეწერებოდა სამოქალაქო დანაყოფებში.

17 ივნისს საქართველოს შსს-მ დაიწყო გამოძიება არალეგალური ფორმირებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ მიუხედავად გამოძიებისა სამოქალაქო დანაყოფებში ჰომოფობების მხარდამჭერთა ჩაწერა გრძელდება. თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება.

ასევე 17 ივნისს შსს-ს წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს და განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ პრაიდის მსვლელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საჯარო თავშეყრის ადგილებში. ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ წყვეტს სამოქალაქო დანაყოფების ჩამოყალიბებას, მაგრამ ამას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ პრაიდის ჩატარების გეგმები გაგრძელდება.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები იძლევა საჯარო თავშეყრის ადგილებში მშვიდობიანი შეკრების გარანტიას სექსუალურ ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა საჯაროდ გამოხატოს თბილისი პრაიდის მსვლელობის მიმართ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიონ ზემოთ მოყვანილი მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღონ ძალადობისგან თავის დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები.

Amnesty International-ის მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება თბილისი პრაიდის მსვლელობას.

ლგბტი პირები განიცდიან დისკრიმინაციასა და ძალადობას საქართველოში, მაშინ როცა ხელისუფლება ხშირად ვერ ახერხებს ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძეებას. 2012 წლის 17 მაისს თბილისის ცენტრში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს მშვიდობიან მსვლელობას თავს დაესხნენ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ქრისტიანების ჯგუფმა დაიწყო ლგბტი პირების შეურაცხყოფა და მუქარა. 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია ჩაიშალა ათასობით დემონსტრანტის მხრიდან ძალადობრივი შეტევით, მაშინ როცა პოლიციამ ვერ შეძლო მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არც ერთი თავდასხმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეკრებებზე არ ყოფილა ეფექტურად გამოძიებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს