ნათია თურნავა - ვიმედოვნებთ რომ  „ანაკლიის კონსორციუმთან“ ერთად დავარწმუნებთ ბანკებს, რომ რეგიონში ტვირთების ნაკლებობა ნამდვილად  არ არის

ვიმედოვნებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად, დავარწმუნებთ ბანკებს იმაშიც, რომ ჩვენს რეგიონში ტვირთების ნაკლებობა ნამდვილად არაა და და კარგი ერთობლივი მუშაობის შედეგად ოპერატორს ძალუძს, რომ ტვირთები საკმარისი ოდენობით მოიზიდოს,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მთავრობის მხრიდან ტვირთბრუნვის დაზღვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი ტიპის საკითხის გადაწყვეტა ნებისმიერი მსხვილი პროექტის შემთხვევაში რთულია.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ თანხმდება სახელმწიფო ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მოთხოვნას ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით, ნათია თურნავა აცხადებს, რომ კიდევ 6 თვე აქვთ მხარეებს პროექტთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტზე შეთახნმებისთვის.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ინვესტორთან და ბანკებთან ერთად , რომ გვაქვს აღებული ტაიმაუტი ანუ 6 თვე იმისთვის, რომ რაღაც ურთიერთმისაღებ ფორმულაზე შევთანხმდეთ. . ამიტომაც არ მინდა გავასწრო მოვლენებს და კატეგორიულად ვისაუბრო. რაღაცაზე ჩვენ ვთანხმდებით, რაღაცაზე არ ვთანხმედებით , ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში, ამ მსვლელობაში ჩვენ კომპრომისულ ვარიანტზე შევთახნმდებით.

მსოფლიო პრაქტიკაა ზოგადად ასეთი, სახელმწიფო თუკი შემოდის თუნდაც კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში პროექტებში, მათ შორის, თუნდაც საპორტო ინფრასტრუქტურაში, ის როგორც წესი, თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ თანადაფინანსების გზით, რაღაც სხვა გზით, საერთო დანიშნულების საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, სხვადასვა პოლიტიკური რისკების დაზღვევაზე. როგორც წესი და ზოგადი მსოფლიო პრაქტიკაა, ტვირთების მოზიდვაზე, სატერმინალო მომსახურებასა და ინფრასტრუქტურაზე ზრუნავს კერძო ინვესტორი და კერძო ოპერატორი. ეს არის კლასიკა,“-აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმტ, სახელმწიფოს მიმართ მოტხოვნა ტვირთბრუნვის დაზღვევაზე რადიკალურად ცვლის პროექტის იმ ფორმას რომელიც ტენდერით იყო განსაზღვრული.

„ მესმის რომ ჩვენირ ეგიონი სპეციფიურია, პროექტს თავისი სპეციფიკა ახლავს, შეიძლება რომ რაღაც განსხვავებული ვარიანტები განიხილებოდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვადასტურებს, რომ ეს რთული მდგომარეობა და მოცემულობაა მაგრამ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ძალიან კარგად განვმართავთ რატომაა ეს ერთი რამ რაც ასრსებითად ცვლის პროექტის სტრუქტურას, დიამეტრალურად ცვლის იმისგან თუ რა იყო ჩენი მხრიდან ტენდერში გამოცხადებული, მეორე მხრივ, ვიმედოვნებთ რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად დავარწმუნებთ ბანკებს იმაშიც რომ ჩვენს რეგიონში ტვირთების ნაკლებობა ნამდვილად არაა და და კარგი ერთობლივი მუშაობის შედეგად ოპერატორს ძალუძს, რომ ტვიირთები საკმარისი ოდენობით მოიზიდოს,“-განაცხადა ნათია ტურნავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი