ნათია თურნავა - თუ ვერ დავინახეთ,  როგორი შესაძლებლობაა  რამდენიმე ღრმაწყლოვანი პორტის სინერგიის,  ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტში გვექნება ანაკლია

თუ ვერ დავინახეთ, როგორი შესაძლებლობაა ზოგადად რამდენიმე ღრმაწყლოვანი პორტის სინერგიის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტში გვექნება ანაკლია,- ასე პასუხობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „პალიტრანიუსის“ „360 გრადუსში“ კითხვას, გამორიცხულია თუ არა, რომ ანაკლიის პორტის გარდა, სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიგეგმოს საქართველოში.

“თუ არ იქნება ბიზნესგეგმის შედეგად იმის დასტური, რომ საუბარი არის დამატებითი ტვირთების მოზიდვაზე, თუ ვერ დავინახეთ, როგორი შესაძლებლობაა ზოგადად რამდენიმე ასეთი პორტის სინერგიის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტში გვექნება ანაკლია. ერთის მხრივ მხარს უჭერდე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და არწმუნებდე ბანკებს და მეორეს მხრივ, თუნდაც ფორმალურად, უმნიშვნელოდ ნაბიჯებს დგამდე ამის საწინააღმდეგოდ, ეს არ არის ჩვენი სტილი“,- განაცხადა თურნავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს