გაერო-ს კვლევის თანახმად, წელს ლტოლვილთა რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა

იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 2018 წლის განმავლობაში 70 მილიონს გადააჭარბა. ეს რეკორდული ციფრია გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის არსებობის თითქმის 70 წლის განმავლობაში, ანუ რეალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. უფრო ზუსტად ლტოლვილთა რაოდენობამ 70, 8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2,3 მილიონით მეტია.

20 წლის წინ იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა დაახლოებით ამის ნახევარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 37 ათასი ადამიანია იძულებული მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი. ეს ციფრები რეალურად ალბათ მეტია, რადგან სიტუაცია ვენესუელაში ბოლომდე კონტროლირებადი არ არის.

ლტოლვილები პირობითად სამ ჯგუფად იყოფიან. 1) ომის და დევნის გამო სხვა სახელმწიფოებში გაქცეულები (25,9 მილიონი ადამიანი) 2) პირები, რომლებიც უკვე გასულები არიან საკუთარი სახელმწიფოებიდან, არიან გაერო-ს დაცვის ქვეშ მაგრამ ჯერ არ მიუღიათ ლტოლვილის ოფიციალური სტატუსი (3,5 მილიონი) და 3) საკუთარ სახელმწიფოში იძულებით გადაადგილებული პირი (43,3 მილიონი).

ლტოლვილების ორი მესამედი მოდის 5 სახელმწიფოზე: სირია, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, მიანმა (ბირმა) და სომალი.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს