გამოძიება დღეს იმ 4 პირს დაასახელებს, რომელიც დონბასის თავზე მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოვარდნაშია ეჭვმიტანილი

გამოძიება დღეს დონბასის თავზე მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში 4 ეჭვმიტანილს დაასახელებს. დღეს ჰოლანდიაში ადგილობრივი დროით 13.00 საათზე დანიშნულია პრესკონფერენცია, რომელზეც გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი (JIT) დაასახელებს ეჭვმიტანილებს და სავარაუდოდ ოფიციალურად წაუყენებს მათ ბრალდებებს. ამ ცნობას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გაერთიანებულ საგამოძიებო ჯგუფს ნიდერლანდები ხელმძღვანელობს და მათი მიზანია ეჭვმიტანილები ნიდერლანდების კანონებით გაასამართლოს. ჯერ კიდევ პარასკევს პროკურორებმა განაცხადეს, რომ მომზადებული აქვთ ახალი დასკვნები.

შეგახსენებთ, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგი777“ ასრულებდა რეისს (MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში. თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული რაიონების თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი.

გამოძიების ვერსიით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს პრორუსმა სეპარატისტებმა რუსული რაკეტით. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.

იხილეთ ვიდეო: გამოძიება დონბასის თავზე მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში 4 ეჭვმიტანილს დღეს დაასახელებს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი