მამუკა მდინარაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია

მიმაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია - სერგეენკო არის ძალიან კარგი კადრი, რომელიც კიდევ დიდი ხანი გამოადგება ჩვენ ქვეყანასა და გუნდს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

“ერთი რამ ვიცი, დავით სერგეენკო იქნება საპარლამენტო სიაში, სამთავრობო გუნდში თუ სხვა პოზიციაზე, ის თავის გუნდსა და ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში გამოადგება და ყოველთვის ასოცირდება წარმატებასთან. სერგეენკოსთან დაკავშირებით სხვანაიარად წარმოუდგენელია, რადგან იყო ერთ-ერთი წარმატებული რეფორმის ავტორი და წარმატებული სამინისტროს წარმატებული მინისტრი. მასთან მხოლოდ პოზიტივი და წარმატება ასოცირდება. დავით სერგეენკოზე ცუდს ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ამბობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 7-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დავით სერგეენკო ეკა ტიკარაძემ შეცვალა.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა