დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო ქსელმა მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში ეჭვმიტანილთა თერთმეტკაციანი სია წარადგინა

დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო ქსელმა „ბელინგკატმა“(Bellingcat) მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაში ეჭვმიტანილთა თერთმეტკაციანი სია წარადგინა.

მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მითითებულია „ბოინგის“ ჩამოგდებაში მონაწილეთა სამხედრო წოდებები და რადიოკავშირისთვის გამოყენებული მეტსახელები. იგულისხმება ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „ბუკის“ რუსეთიდან უკრაინაში ტრანსპორტირება, დაცვა, სროლა და უკან რუსეთში დაბრუნება. ამ სიაში პირველი ოთხი გვარი: იგორ გირკინი („სტრელკოვი“), სერგეი დუბინსკი, ოლეგ პულატოვი, ლეონიდ ხარჩენკო ემთხვევა საერთაშორისო ოფიციალური გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ გვარებს.

მათ გარდა „ბელინგკატი“ ასახელებს კიდევ 7 პირს: ედუარდ გილაზოვს, ოლეგ შარპოვს, იგორ ბეზლერს, სერგეი პოვალიოვს, იგორ უკრაინეცს, ალექსანდრ ხოდაკოვსკის და ალექსანდრ სემიონოვს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს