საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

19-20 ივნისს, საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყებაში საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

2018 წლის დეკემბერში საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნა. საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს