ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისიდან“ აცნობეს, Boeing 737-800 ერთდროულად 180 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც, ავიაბილეთების ფასები მკვეთრად შემცირდება.

მათივე ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ავიაპარკის განახლების შესახებ მოლაპარაკებებს და ავიაბილეთების ფასების კლებაზე მუშაობას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს