აშშ-ს საელჩო საკუთარ წარმომადგენლებს ურჩევს, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ და მსვლელობაში მონაწილეობას მოერიდონ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს ურჩევს, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ და მსვლელობაში მონაწილეობას მოერიდონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„LGBTQI საზოგადოების მხარდამჭერები და წევრები „ღირსების კვირის“ აღსანიშნავად 22 ივნისს, მარშის ან/და სახალხო ივენთის გამართვას გეგმავენ. ჩვენი მოლოდინით ღონისძიებაზე უამრავი ადამიანის შეკრება მოხდება. ეს საქართველოში „ღირსების კვირასთან“ დაკავშირებული სახალხო ღონისძიებების პირველი შემთხვევაა. წარსულში სახალხო ღონისძიებები ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების თვითგამოხატულების საშუალებას წარმოადგენდა, რასაც მწვავე და ზოგჯერ ძალადობრივი რეაქცია ჰქონდა კონტრდემონსტრატებისგან.

აშშ მთავრობის წარმომადგენლებს მიეცათ რჩევა, რომ მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც ხალხის დიდი ნაკადი იქნება შეკრებილი. მოერიდონ მსვლელობაში მონაწილეობას,

გამოიჩინონ სიფრთხილე თავშეყრის ადგილებში, თვალი ადევნონ მედიის ინფორმაციას და შეინარჩუნონ დაბალი აქტივობა“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს საელჩო საკუთარ წარმომადგენლებს ურჩევს, "თბილისი პრაიდში" მონაწილეობას მოერიდონ და სიფრთხილე გამოიჩინა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა