გიორგი ჩოგოვაძე - ფორუმზე საზოგადოებას ის ამბიციური გეგმები გავაცანით, რომელიც სახელმწიფოს ავიაციის განვითარების კუთხით გააჩნია

,,ფორუმზე საზოგადოებას ის ამბიციური გეგმები გავაცანით, რომელიც სახელმწიფოს ავიაციის განვითარების კუთხით გააჩნია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჩოგოვაძემ ავიაციის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმის პანელზე პრიორიტეტული მიმართულებების, რეგიონული ინდუსტრიული გარემოსა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

სასტუმრო ,,ბილტმორში“ მიმდინარე BIA FORUM 2019 საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყნის ბიზნესგარემოს 15 ზე მეტი ქვეყნის 500 მდე დელეგატი ეცნობა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენს რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვა და მეწარმეებისთვის ფინანსირების ხელმისაწვდომი წყაროების გაცნობა.

,,ფორუმზე საზოგადოებას გავაცანით ის ამბიციური გეგმები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ავიაციის განვითარების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს კონკრეტულად ქუთაისში, რათა ვაქციოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი შეთავაზების ცენტრად არამარტო საქართველოს მოქალაქეებისათვის. ამავდროულად, რეგიონის მოსახლეობას მეტი საშუალება ჰქონდეს, იმოგზაუროს ევროკავშირის მიმართულებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ექნება პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი და ამავდროულად განავითარებს ტურიზმს ჩვენს ქვეყანაში‘’, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი წელს უკვე მეოთხედ იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს