სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე 20 ივნისს იმსჯელებს

20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხზე სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დარგის ექსპერტებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სემეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს როგორც დღიურად, ისე გრძელვადიან პერიოდში, სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეეხება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს