ეკა ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დღეიდან საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს ხვდება.

შეხვედრების შემდეგ გადაწყდება, რა სტრუქტურული განახლება იგეგმება უწყებაში. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„სამინისტრო ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე. ყველა პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს