ბექა ნაცვლიშვილი და ახალი მშრომელთა გაერთიანება საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ ფართო კამპანიას იწყებენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და ახალი მშრომელთა გაერთიანება საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ ფართო კამპანიას იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„დღეს 229 ათას ადამიანს დარიცხული ხელფასი 500 ლარზე დაბალი აქვს. არადა, რეალური საარსებო მინიმუმი ერთ სულზე 390 ლარია, ნაცვლად სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 181 ლარისა. არ შეიძლება, ადამიანი სრული განაკვეთით მუშაობდეს და საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდეს. დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში კომპანიები ძირითადად ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან მშრომელთა ექსპლუატაციის ხარჯზე. ამიტომ კანონით უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით და უნდა მოხდეს სამუშაო დროის მკაცრი რეგლამენტირება ზეგანაკვეთური და ღამის გაზრდილი ანაზღაურების საფუძველზე. რადგან კანონით 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ვერავის განესაზღვრება, ეს გახდება საფუძველი მეტი ანაზღაურებისთვის ბრძოლისა, არა მხოლოდ მათთვის, ვისაც დღეს 500 ლარზე ნაკლები აქვს, არამედ ნებისმიერი დასაქმებულისთვის. გარდა ამ ინიციატივებისა, ეს კამპანია მოიცავს ხუთ ფუნდამენტურ მოთხოვნას, ესენი არის:

1) დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში;

2) მკაცრად მოხდეს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით;

3) შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე;

4) სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში);

5) შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა, დასაქმებულებთან (დასაქმებულთა გაერთიანებებთან) ერთად გადაიხედოს სპეციფიკური საწარმოების დარგების ჩამონათვალი - არ შეიძლება ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა